უკან

ეკონომიკა

22 აპრილი, 2024 10:48
font-size

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, ასევე სტრუქტურულ რეფორმებსა და სახელმწიფო და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები: გეოპოლიტიკური როლი, ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა“.

„წელს ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკის მაღალ ზრდას, საშუალოვადიანი პროგნოზი ასევე პოზიტიურია. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2029 წლამდე პროგნოზი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა, პრინციპში, ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის და ეს იქნება 5%-ზე მაღალი ეკონიმიკური ზრდა. ამასთან, მიმდინარე წელს გვექნება 5.7%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზია. თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ ზრდა შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა, გურამ გურამიშვილმა და ირაკლი ნადარეიშვილმა. ღონისძიება ონლაინ მედიაპლატფორმაის, Business Insider Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა და, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების, საფინანსო, მარეგულირებელი ორგანიზაციების და დარგობრივი გაერთიანებების წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა და საბანკო სექტორმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ფორუმზე გამოსვლისას ასევე მიმოიხილა საქართველოში საინვესტიციო სექტორში არსებული სურათი. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მაღალი საინვესტიციო აქტივობით გამორჩეული იყო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, მომსახურების და ტურისტული სექტორები, ასევე მაღალი იყო ეკონომიკური აქტივობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალ ეკონომიკურ აქტივობას შედეგად რეკორდულად მაღალი დასაქმება მოჰყვა, ასევე გასულ წელს დაფიქსირდა უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი.

„მომავალში ჩვენ აქცენტი გვაქვს პროდუქტიულობის ზრდაზე და ქვეყნის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე, რომელზეც გარკვეული ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდეთ. თუმცა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ უფრო მეტად კომპლექსურ პოლიტიკაზე, რომელიც ამის მიღწევის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი „შუა დერეფანი“ და საქართველოს ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობა, ასევე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობას და, შესაბამისად, ეკონომიკურ ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს გაორმაგდა „შუა დერეფნით“ გადაზიდული ტვირთების მოცულობა, 2023 წელს კი მათი მოცულობა დაახლოებით 86%-ით გაიზარდა. ამასთან, შეიქმნა 2027 წლამდე საგზაო რუკა – „შუა დერეფნის“ მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით.

„ეს საშუალებას მოგვცემს, ფასები და გადაზიდვების დრო შევამციროთ და ასევე გავზარდოთ უსაფრთხოება, რათა ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, აისახოს დერეფნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაში. რაც არ უნდა ვისაუბროთ სავაჭრო კონფლიქტებზე, სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მაინც მზარდია. საქართველოს თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ამ ჯაჭვში არა რიგითი რგოლი იყოს, არამედ ერთ-ერთი წამყვანი, მათ შორის, პოლიტიკის დონეზე ლიდერი და ვფიქრობ, ამას საერთაშორისო ასპარეზზეც ვაჩვენებთ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება - ლევან დავითაშვილი

28 იანვარი, 2025 , 17:12

„ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ  განხორციელებულა და  ვფიქრობ,  ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, რიცხვებში გამოხატული ხელშეწყობა,  რაც, თავისთავა

პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ვიმსჯელეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმისა და ავიაციის სექტორების გაძლიერებაზე - მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი, 2025 , 11:38

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება საამიროების პრეზიდენტს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი