უკან

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2018 16:50
font-size

საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ - მამუკა ბახტაძე

საქართველოში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რაც მოიტანა სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია „ქართული ოცნება“ და მმართველი პოლიტიკური გუნდი ამის დემონსტრირებას 2012 წლიდან ყოველდღე ახდენს.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გარკვეულ მოსაზრებებს და იმ ძალების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ფორსირებას უკეთებენ საზოგადოების ცნობიერებას და ვთქვა, რომ ვერავინ გაბედავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას. ამის იმედი ნუ ექნებათ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რასაც თვალს ვადევნებთ. დღესაც მომიტანეს ძალიან ბევრი მაგალითი, როგორ მიდის პიროვნული შეურაცხყოფა და შეტევა ჩვენს მხარდამჭერებზე. ამის გაკეთება შეუძლია ძალას, რომელიც მუდმივად იდგა ძალადობრივ მექანიზმებზე. ასეთ საკითხები ჩვენთვის დღის წესრიგში ვერ იქნება. „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიის გარანტი და ყველა ველოდებით მეორე ტურს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე.

„ჩვენ მივიღეთ გზავნილი ქართული საზოგადოებისგან და ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენ გვქონდა დაწყებული და ვაგრძელებთ რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ამ სისტემაში გვაქვს ძალიან ხელშესახები არაეფექტურობა, რაც აფერხებს იმას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ მოსახლეობამდე ის სიკეთე, რასაც ესა თუ ის ინიციატივა გულისხმობს. სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ სოციალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ცენტრალური და ადგილობრივ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, მაგრამ მთავარია ეფექტურობა, რათა ეს კონკრეტული სიკეთეები რაც შეიძლება დროულად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. რაც შეეხება ცვლილებებს, ცვლილებები ისედაც გათვალისწინებული გვქონდა და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვჭირდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა