უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
რეგიონები


სენაკში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სამეგრელოს რეგიონში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილესთან ტომას მოლსთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის ის აღჭურვილობა დაათვალიერა, რომლებიც საქართველოს მთავრობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადაეცა.
„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე მიმართულებით განეხორციელებინა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ქიმიური წამლობის სწორად დაგეგმვას. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
სენაკის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტისა (REAP) და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები მონაწილეობდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.
საკვანძო სიტყვები:
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
8 სექტემბერი, 2025 , 12:58
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა
3 სექტემბერი, 2025 , 15:58

კახეთში რთველი დაიწყო
2 სექტემბერი, 2025 , 11:51