უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2018 13:55
font-size

სექტისმაგვარი დაჯგუფებები, „მორგის ბავშვები“, სექსუალური დაჯილდოების სისტემა - გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე

გაეროს ბავშვთა ფონდმა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ ახალი კვლევა „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები საქართველოში“ წარადგინა.

კვლევაში მითითებულია, რა ფაქტორების გამო ხვდებიან ბავშვები ქუჩაში. ესენია:

მშობელთა სიღარიბე და მათ დასახმარებლად ბავშვების ჩართვა სხვადასხვა აქტივობაში, რაც ბავშვთა შრომას იწვევს;

მშობლების იძულებითი მიგრაცია და აქედან გამომდინარე ცხოვრების გამოწვევები საარსებო საშუალებების მოპოვებასთან დაკავშირებით;

მშობლის გარდაცვალება, დაპატიმრება, ავადმყოფობა და/ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რაც მშობლის მიერ ბავშვის მიტოვებას ან უგულებელყოფას და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას იწვევს;

ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც ბავშვი სახლის გარეთ ცხოვრებას ამჯობინებს;

მკაცრი დისციპლინა – ე.ი. ბავშვის სოციალური ქსელების კატეგორიული შეზღუდვა და ზედმეტად მკაცრი წესები – სარეაბილიტაციო ან მომსახურების დაწესებულებებში, მინდობით აღმზრდელ ოჯახში ან არასრულწლოვანთა დახურულ სკოლებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ და მზრუნველობის დაწესებულებებიდან არაერთგზის იპარებიან;

სოციალიზაცია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, რის შედეგადაც ბავშვები (თანდათანობით) სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში და სულ უფრო მეტ დროს უთმობენ ქუჩის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც, უბიძგებს ბავშვებს ქუჩაში ცხოვრებისკენ, დაკავშირებულია შავი ზღვის ტურისტულ კურორტებზე საარსებო საშუალებათა მოპოვების შესაძლებლობებთან, რადგან ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა ცხოვრება ნაწილობრივ სეზონური მიგრაციის ფორმას ატარებს. ეს ეხება როგორც ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვებს, ასევე ქუჩაში მშობლის გარეშე მყოფ ბევრ ბავშვს.

სეზონური მიგრაციის ნაწილი დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სეზონებთან, ვინაიდან აზერბაიჯანში ზოგიერთი მობილური ოჯახი მონაწილეობას იღებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. თუმცა მიგრანტები უმეტესწილად კვალდაკვალ მიჰყვებიან ტურისტების ნაკადებს, რომლებსაც ტურისტულ სეზონზე ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და შავი ზღვის სხვა კურორტებზე „მოჰყავთ“ არამარტო აზერბაიჯანული ოჯახები, არამედ საქართველოს ქუჩის ოჯახები და ქუჩაში მშობლების გარეშე მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები.

კვლევის ავტორებმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ შემდეგი მიგნებები გამოჰყვეს:

უსახლკარო (ქუჩაში მცხოვრები) ბავშვები და მოზარდები შემდეგ ქვეკატეგორიებად იყოფიან:

მოზარდები/ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, ქუჩაში ყოფნისას არ ახლავთ მშობელი და არ არიან მშობლის დაცვისა და მზრუნველობის ქვეშ. ასეთ ბავშვებს შეიძლება ზოგჯერ კონტაქტი ჰქონდეთ მშობლებთან. ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მშობლების გარეშე არიან, მაგრამ დასაძინებლად სახლში მიდიან.

ბავშვები/მოზარდები მუშაობენ ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობით არიან დაკავებულნი, არიან მშობლის თანხლების გარეშე, მაგრამ მშობლები რეგულარულად უზრუნველყოფენ მათ საკვებით და/ან რესურსებით, ხოლო ბავშვებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ოჯახის შემოსავალში.

ბავშვთა ერთი ნაწილი ქუჩაში მომუშავე უფროსის თანხლებით არის, ისინი ქუჩაში მუშაობენ, მაგრამ იქ არ სძინავთ.

ცალკე გამოყოფილია უსახლკარო ოჯახების ბავშვების სიტუაცია, რომელიც ჰგავს ქუჩის მობილური ოჯახების ბავშვების სიტუაციას, მაგრამ ისინი ღამით სახლში არ ბრუნდებიან.

ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების პოპულაციის ლინგვისტური და ეთნიკური მრავალფეროვნება - საქართველოში ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ჯგუფში ყველაზე მეტად ჭარბობენ ეთნიკური ქართველები, ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები. უმცირესობათა ინტეგრაციის პოლიტიკა და რეგულაციები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ბავშვთა სპეციფიკურ საჭიროებებთან და რისკებთან. ზოგიერთ წრეში ფართოდ არის გავრცელებული ბოშების სტიგმატიზაცია. სტიგმა კიდევ უფრო დიდია აზერბაიჯანელი ქურთების მიმართ, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ეს უკანასკნელნი სოციალურ მომსახურებებს ვერ იღებენ.

ეთნიკური განსხვავებულობა მშობელთა თანხლებითა და მათ გარეშე ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვების ჯგუფებში - კვლევის მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიას შორის არსებული განსხვავებები გარკვეულწილად ეთნიკურ განსხვავებებს ასახავს. ჯგუფში "უსახლკარო ახალგაზრდები / ქუჩის ბავშვები" ყველა ეროვნების ბავშვებს ვხვდებით. ჯგუფში "უფროსის თანხლების გარეშე მყოფი ბავშვები / ქუჩის ახალგაზრდები" აგრეთვე ყველა წარმომავლობის ბავშვები შედიან და ბევრმა მათგანმა განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია. ამავე დროს, "ქუჩაში მობილური ოჯახების ბავშვთა" ჯგუფში დიდ უმრავლესობას მოლდაველი ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები შეადგენენ. ამ ბავშვებს შორის არიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. იგივე შეიძლება ითქვას უსახლკარო ოჯახებზეც.

კვლევის ავტორების პოზიციით, ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგანაც ბავშვობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქუჩაში ცხოვრების ტიპების მთელ სპექტრში არიან წარმოდგენილნი. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის ბავშვების პოპულაციას გარკვეული ეთნიკური მახასიათებლები აქვს, ქუჩის ბავშვების ფენომენი მხოლოდ კულტურულ ფენომენად ან მენტალიტეტთან დაკავშირებულ საკითხად არ უნდა ჩავთვალოთ.

სოციალურ მუშაკებს განსაკუთრებით უჭირთ დახმარების გაწევა აზერბაიჯანელი ქურთებისთვის. ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე აზერბაიჯანელ ოჯახებთან მუშაობისას ისინი ნდობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.

"მოხეტიალე აზერბაიჯანელი ოჯახები აცხადებენ, რომ სახელმწიფოსგან მომსახურების მიღებას არ მოელიან და რომ სახელმწიფოსთან (ან თემთან) კონტაქტი არაფერს აძლევთ. ამის შედეგად ბევრი მათგანი სისტემატურად თავს არიდებს სახელმწიფო სერვისებს. ისინი ცდილობენ, არ დაარეგისტრირონ ბავშვის დაბადება, არ ცდილობენ პირადობის მოწმობების მიღებას და არ შემოაქვთ განცხადებები სოციალური დახმარების მოთხოვნით", - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ სახის მომსახურებებს იმის გამო ვერ იღებს, რომ ზოგჯერ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები მოკლე მიმოხილვა არარეგულარულ შრომის ანაზღაურებას იღებს ან ვერ ახერხებს ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევას. ზოგი მალავს ან ანადგურებს პირადობის მოწმობას და სხვა დოკუმენტებს, რომ ოფიციალური პირებისგან შორს დაიჭირონ თავი.

ქუჩის ბავშვთა რომელიმე ქვეჯგუფისადმი ბავშვის კუთვნილებას ასაკი, ცხოვრების ციკლი და წარმომავლობა განაპირობებს - ზოგი ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად „უფროსის თანხლებით მყოფი ქუჩის ბავშვების“ ჯგუფიდან „უფროსის გარეშე მყოფი ქუჩის ბავშვების" ჯგუფში გადადის. კვლრვის მიხედვით, უფროსი ასაკის ბავშვები ქცევის განსაკუთრებულ კოდექსს იმუშავებენ და შიდა ურთიერთდამოკიდებულების კავშირებს ქმნიან, რის გამოც ბავშვმა შეიძლება ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში ჩაებას.

ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაჯგუფებებში, ბანდებსა და გაერთიანებებს შორის განსხვავებები - კვლევის მიხედვით, ამ ჯგუფების შიდა ორგანიზაცია ნაწილობრივ ურთიერთდახმარებისა და გაზიარების პრაქტიკას გულისხმობს.„ბავშვები შეიძლება ჯგუფად შეიკრიბონ და ერთად იმოძრაონ იმისთვის, რომ ერთმანეთი დაიცვან, ღამის გასათევი ადგილი იპოვონ, დასვენებისა და გართობის სივრცეები შეიქმნან, მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ და ითანამშრომლონ ეკონომიკურ აქტივობებში, მაგალითად, წვრილმან ვაჭრობასა და ქუჩაში მათხოვრობაში, ასევე წვრილმან დანაშაულში", - წერია კვლევაში.

ჯგუფის შიდა სტრუქტურა და ბავშვების ვალდებულებები ერთმანეთის ან გარეშე პირების მიმართ - კვლევის მიხედვით, ამ ვალდებულებების გამო ბავშვები დიდი ხნის მანძილზე ქუჩას თავს ვერ აღწევენ. მომსახურების პროგრამაში ბავშვის ჩართვის შემდეგ, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის მიერ დაგროვებული ვალიც.

შიდა სტრუქტურა, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელის / უპირატესი სტატუსის მქონე და დაქვემდებარებულ ბავშვებად ჰყოფს - კვლევის თანახმად, ერთმანეთის დაცვისა და დახმარების პროცესში ბავშვები სუბორდინაციულ სტრუქტურებს ქმნიან და დაქვემდებარებულ ბავშვებს "ფარად" იყენებენ - დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ.

ხშირად ეს საქმიანობა ისეა ორგანიზებული, რომ დანაშაულს უმცროსი ასაკის ბავშვები ჩადიან, ხოლო უფროსი ბავშვები სადარაჯოზე დგანან და უმცროსებს მათთვის ნაძარცვი მოაქვთ.

ასეთი პრაქტიკა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება. შესაბამისად, უფროსი ბავშვები დანაშაულებრივი ქმედებებისთვის უმცროს ბავშვებს იყენებენ სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით.

პოლიცია სამართლებრივი დევნისთვის დადგენილ მინიმალურ ასაკს (14 წელს), შესაძლოა, თავის სასარგებლოდ იყენებდეს - კვლევის მიხედვით, მინიმალური ასაკის გამოყენება ქუჩის ბავშვთა ჯგუფში "უპირატესი სტატუსის" მქონე ბავშვებს სტიმულს უქმნის, კრიმინალური მიზნებისთვის უმცროსი ასაკის ბავშვები გამოიყენონ.

ბავშვების მონაყოლის მიხედვით, ქურდობასთან ან რაიმე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით ბავშვების ჯგუფის დაკავების შემთხვევაში პოლიციის ოფიცრები ასკვნიან, რომ დანაშაული 14 წლამდე ასაკის ბავშვმა ჩაიდინა ან არწმუნებენ ამ ბავშვებს, დანაშაული თავის თავზე აიღონ. მოზარდები ვარაუდობენ, რომ ამ გზით პოლიციელები დოკუმენტაციის გაფორმებასა და ბავშვების პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ შემდგომ სამუშაოს იცილებენ თავიდან.

ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ქვეჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის - კვლევის მიხედვით, ასეთი ჯგუფები შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კვლევაში წერია, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც „მორგის“ ბავშვები). ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან.

სექსუალური დაჯილდოების სისტემა, რაც გოგონებს ძალადობის რისკის წინაშე აყენებს - კვლევაში წერია, რომ თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სექტის წევრებისთვის).

„სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები სექსუალური ძალადობის შედეგად ტრავმირებულნი უნდა იყვნენ", - წერია კვლევაში.

აზერბაიჯანელი ოჯახების მიგრაცია საქართველოში - კვლევის ავტორების თქმით, აზერბაიჯანელი ოჯახების მიგრაციას, საქართველოსა და აზერბაიჯანის სოციალური დახმარების პროგრამებს შორის არსებული განსხვავებები და სხვადასხვანაირი სამართლებრივი ჩარჩოები განაპირობებს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ვინაიდან აზერბაიჯანში მათხოვრობა აკრძალულია, ხოლო წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი რეჟიმი გამოიყენება, ისინი რეგულარულად გადადიან საქართველოში.

ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვთა ცხოვრება ნაწილობრივ სეზონური მიგრაციის ფორმას ატარებს - კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდ ზეგავლენას მიგრანტების გადაადგილებაზე ტურისტული სეზონი ახდენს. ზაფხულში ის არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ოჯახებს, არამედ ქუჩის ქართველ ოჯახებსა და ბავშვებსაც იზიდავს ბათუმში, ქობულეთში, ურეკსა და შავი ზღვის სანაპიროს სხვა ტურისტულ ადგილებში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან როგორც მზრუნველების, ასევე ქუჩის სხვა ბავშვების მხრიდან ძალადობის წინაშე. ქუჩის ბავშვების აბსოლუტურ უმეტესობას ხელი არ მიუწვდება განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე (გარდა გადაუდებელი დახმარებისა).

“არ გაეკაროთ არაფერს! ნუ იკლავთ თავს“

14 სექტემბერი, 2019 , 17:26

სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „რა საწამლავს ყიდიან ეს არაადამიანები, კიდე ერთი ჩვენი ნაცნობი ბიჭი ებრძვის სიკვდი

ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები - გიორგი გახარია

14 სექტემბერი, 2019 , 16:15

“ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა, კიდევ ბევრი რამ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია სწრაფი, გაზომვადი შედეგები“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლები

ისრაელის არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტთან მემორანდუმს მოეწერა ხელი

14 სექტემბერი, 2019 , 16:15

იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბირ-ელ-ყუტის მონასტერში ქართულ-პოლონურ-ებრაული სამეცნიერო ჯგუფების მიერ საქართველოს ისტორიული კვალის შესწავლის სამომავლო გეგმა მხარეთა თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წარ

ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დოკუმენტი მუშავდება

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად, ქიმურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე რეაგირების სტანდარტული სამოქმე

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

14 სექტემბერი, 2019 , 11:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, შენარჩუნებულია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია. 2019წლის 8 თვის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ იოსებ ჭელიძე დაინიშნა. 2015 წლიდან ჭელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. მანამდე იკავებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს