მსოფლიო
სერგეი სკრიპალის ქალიშვილი გონზე მოვიდა, ყოფილი რუსი ჯაშუშის მდგომარეობა კი კრიტიკული, თუმცა სტაბილურია
ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი იულია გონზე მოვიდა და მას ლაპარაკი შეუძლია. ამის შესახებ ბიბისი წერს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.
სოლსბერის რაიონული ჰოსპიტალის ინფორმაციით, იულია სკრიპალის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. მკურნალი ექიმის თქმით, ის 24-საათიან დახმარებას იღებს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება ქიმიური იარაღის ზემოქმედება იულია სკრიპალის ჯანმრთელობაზე.
რაც შეეხება ГРУ-ის ყოფილ აგენტს, სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის დასკვნით, მამა-შვილი სახლის ზღურბლზე მოიწამლნენ, რადგან სკრიპალის სახლის შესასვლელი კარი ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ შესასვლელ კართან დაფიქსირდა.
მომხდარში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რის გამოც ლონდონმა მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობები გაწყვიტა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.
აშშ-მ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, მას შეუერთდნენ გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი და ა.შ. სულ დასავლეთი 100-ზე მეტმა რუსმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.
დასავლეთს სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა საქართველოც. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

