უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2018 13:13
font-size

სერგი კაპანაძე ხელისუფლებას ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესრულებისკენ მოუწოდებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ხელისუფლებას კომისიის მიერ დამტკიცებული 32 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა.

კაპანაძემ მიმართა მთავრობას, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც კომისიის სხდომაზე გუშინ დამტკიცდა. კაპანაძის განცხადებით, ეს დასკვნა უკვე ძალაშია და ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, დასკვნის შესრულებით რამდენად უპასუხებს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

„რაც იყო შესაძლებელი, კომისიამ დაადგინა და გამოკვეთა. ის მანდატი, რომელიც გვქონდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა ამ საქმეზე, შეასრულა. ეს დასკვნა უკვე არის მიღებული კომისიის მხრიდან და უკვე არის ძალაში. შესაბამისად, ეს დასკვნა უკვე არის შესასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება შეასრულებს თუ არა ამ დასკვნას, იმეტყველებს პირდაპირ იმაზე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა პირველ დეკემბერს.

დასკვნას მეტი აღარანაირი ლეგიტიმაცია აღარ სჭირდება. ის იქნება წარდგენილი ბიუროსთვის და პარლამენტის სესიისთვის უახლოეს ხანში. ბიუროს გაეგზავნება დღეს და უახლოეს სესიაზე იქნება განხილული. იქნება ასევე პოლიტიკური დისკუსია, მაგრამ დასკვნა არის მიღებული, არის ერთი დასკვნა და არის ძალაში. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს და იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის გაცემული ჩვენს დასკვნაში. ჯამში არის 32 რეკომენდაცია. ველოდებით, რომ მათ შეასრულებს და ამგვარად უპასუხებს როგორც საზოგადოებას და იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებას გაუჩდა, ისე დაზარალებულების ოჯახებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატის თქმით, კომისიის გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ანგარიში, რამდენად სრულდება კომისიის რეკომენდაციები.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია შს და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ასევე, დასკვნის თანახმად, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართულები. საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნაში ასევე არის მოთხოვნა, დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ-ის მიმართ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის მიმართულებით, ასევე მირზა სუბელიანის მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და