პოლიტიკა
სესიაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების საქართველოში ყოფნას უარყოფს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წევრი არც ერთი პირი არ იმყოფება. ამის შესახებ მან პირველ არხთან ისაუბრა.
სესიაშვილი Washington post-ის სტატიაში მოყვანილ მონაცემებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ შესაბამისი სტრუქტურები ძალიან სიღრმისეულად მუშაობენ იმის დასადგენად თუ რამდენი ადამიანია წასული საქართველოდან “ისლამურ სახელმწიფოში”.
“ჩვენი ციფრები Washington post-ის სტატიაში მოყვანილ მონაცემებს დიდი სხვაობით არ ემთხვევა. გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებს ვეყრდნობით და ყურადღებას მაქსიმალურად ვაქცევთ იმას, რომ დადგინდეს, “ისლამურ სახელმწიფოში” კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ვის ჰქონდა. ქართული კანონმდებლობა შევცვალეთ და “ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრება, მონაწილეობა და მცდელობაც კი, დასჯადი გავხადეთ.
მონაცემები მეტი სიზუსტით გვაქვს, რამდენი ადამიანია “ისლამურ სახელმწიფოში” და ვიცით, კონკრეტულად ვინ არის. ჩვენი მონაცემებით, საქართველოში არცერთი ადამიანი არ იმყოფება”, – განაცხადა დეპუტატმა.
სესიაშვილის თქმით, მათ იციან თუ რამდენი ადამიანია „ისლამურ სახელწმიფოში“ და ისიც იციან თუ კონკრეტულად ვინ არიან ისინი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნდებიან, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
შეგახსენებთ, რომ Soufan Center-სა და გლობალური სტრატეგიის ქსელის მიერ გამოქვეყნებული კვლევაზე „ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლეები და დაბრუნებულებისგან მიმავალი საფრთხე“ დაყრდნობით, Washington Post-მა დაწერა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ერაყსა და სირიაში საქართველოდან საბრძოლველად წასული 50 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

