უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 მაისი, 2018 14:15
font-size

შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ: აქცია დაიშალა ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად - გია ნოდია

ექსპერტმა გია ნოდიამ პარლამენტთან გამართული აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეაფასა.

„აქციის მონაწილეები თავს იტყუებენ, შედეგს მივაღწიეთო, თუმცა რაში მდგომარეობს ეს შედეგი, ძნელი გამოსათქმელია.

მინისტრმა პირობითი ბოდიში მოიხადა: თუ ჩემებმა რამე დააშავეს, ბოდიშს გიხდით, თუ თქვენებმა დააშავეს პოლიციასთან, თქვენ მოიხადეთო. ესაა შედეგი?

შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ: აქცია დაიშალა ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად. რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ამ ორის მიზანი რეალურად საერთო იყო. მინისტრმა ღიად დააყვედრა კიდეც: მადლობა გვითხარით, რომ ამ ხალხს არ ვაცემინეთ თქვენი თავიო.

ფუნდამენტური, ამოსავალი სისულელე ამ ყველაფერში არის „აპოლიტიკურობის“ მითი. თან ამბობ, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგესო, თან ამბობ, „აპოლიტიკური“ ვარო. ეს იდიოტიზმია.

როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნგებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული.

არ არის საკმარისი, „სუფთა“, „ალალი“ და თავისუფლების მოყვარული იყო. ჭკუაც საჭიროა და იმ ნაბიჯების გათვლა, რაც შენს მოქმედებებს მოჰყვება“, - დაწერა ნოდიამ ფეისბუკზე.

ცნობისთვის, შაბათს გამთენიისას თბილისის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ შეჭრის გამო პარლამენტთან 2 დღის განმავლობაში აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობდა. სპეცრაზმის შეჭრის გარდა აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და მოქმედ ნარკოპოლიტიკას.

გუშინ აქციის პარალელურად ნაციონალისტურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს. ისინი ცდილობდნენ პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტთან შეკრებილ ხალხამდე შეღწევას. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ისმოდა ძალადობრივი შეძახილები აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილთა მისამართით.

14 მაისის შუაღამით, აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მოლაპარაკებების შემდეგ მან შეკრებილ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და დაშლისკენ მოუწოდა. აქციის ორგანოზატორების თქმით, ისინი ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის შეცვლასთან და კლუბებში შეჭრისას სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებასთან დაკაშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ორგანიზატორების განმარტებით, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი 19 მაისს კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის წინ.

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში

19 დეკემბერი, 2025 , 20:48

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართვ

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

19 დეკემბერი, 2025 , 17:13

22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო, ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის, - ამის შესახებ სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

19 დეკემბერი, 2025 , 09:02

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „ზურაბ

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

18 დეკემბერი, 2025 , 15:27

მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი

18 დეკემბერი, 2025 , 15:15

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებთ მიჰყავს, ეს არ არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი მესიჯი ქართველი ხალხი

ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 14:21

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის