უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა კონცერტს - პაატა დავითაია

„შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა“, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი პაატა დავითაიამ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო.

„მინდა, ცალსახად ხაზი გავუსვა, თუ არ ვცდები, ბატონი ბურჭულაძე არის თეატრის მთავარი რეჟისორი, არ მახსოვს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რა ფორმატში იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად მიუღებელია, შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავითაიამ.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ამ ფაქტის შემდეგ, იქნება თუ არა ბურჭულაძე კვლავ მათი ერთ-ერთი მოკავშირე, რაზეც დავითაიამ უპასუხა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

„პაატა ბურჭულაძე იყო მხარდამჭერი ბატონი გრიგოლ ვაშაძის, აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას არ ვხედავ. ახლა ეს მისი პოზიციაა, ის გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელია ეს თემა, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ისევეა მიუღებელი ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც ლავროვი არის დიპლომატიის ეტალონი. მაშინ ქალბატონი ზურაბიშვილიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ეტალონად ლავროვი რომ ჰყავს. ამიტომ, ეს მსჯელობის და პიროვნული საკითხია. პოლიტიკურად, ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პუტინის წინაშე სიმღერა“, – განაცხადა დავითაიამ.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&