უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 თებერვალი, 2017 12:45
font-size

შეიქმნება ახალი დაწესებულება,რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს - ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს პარლამენტი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც მსჯავრდებულთათვის გარკვეულ სიახლეებს გულისხმობს.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ სასჯელის ერთ-ერთი სახე შინაპატიმრობა იყოს; ასევე კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი; საპატიმროდან გათავისუფლებამდე კი, მსჯავრდებულებს მოამზადებენ; ასევ ქალი პატიმრებისთვის შაბათ-კვირას სახლში წასვლის შესაძლბელობა იქმნება და სხვა.

სასჯელარსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარახველიძემ მედიასთან საუბარში განმარტა, თუ რას გულისხმობს გათავისუფლებამდე პატიმრების მომზადების წესი.

მისი თქმით, სიახლე შეეხებათ იმ პატიმრებს, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენის მხოლოდ ექვსთვიანი ვადა აქვთ.

მისი თქმით,შემოთავაზებული კანონპროექტის მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებაში ეფექტური დაბრუნებაა.

„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ახალი დაწესებულების შექმნა - ეს არის „გათავისუფლებისთვის მომზადების-თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება“, რომელიც მოამზადებს იმ მსჯავრდებულებს, რომელთა დარჩენილი სასჯელი არ აღემატება 6 თვეს და მათი საშიშროება არის დაბალი, ან საშუალო. ასეთი ტიპის მსჯავრდებულები გადავლენ სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც შეიძლება იყოს სხვა დაწესებულების ტერიტორიაზე და ცალკე შეიქმნას ეს დაწესებულება. აქ სწავლისა და შრომის მიზნით, მათ საშუალება ექნებათ დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, დატოვონ დაწესებულება, რომ მოიგვარონ ის პრობლემები, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში ყოფნამ გამოიწვია და შემდგომში დაბრუნდნენ, რათა ამ 6 თვის თავზე გათავისუფლებას შეხვდნენ მომზადებულები. გარდა ამისა, ეს დაწესებულება მოგვცემს საშუალებას, რომ თავიდან ავირიდოთ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი“,-აღნიშნა დარახველიძემ.

მონიკა დავლიანიძე

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი