უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
პოლიტიკა
 
					
					
											შეხედოს საჯარო რეესტრის მონაცემებს, ეთიკა კიდევ ამ ადამიანს არ მოეკითხება - ეკა გიგაურმა ვანო ზარდიაშვილს უპასუხა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს ურჩია, შეამოწმოს საკუთარი სამეწარმეო საქმინობასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მონაცემები.
„ვურჩევდი მას, რომ შეხედოს საჯარო რეესტრის მონაცემებს, სხვა კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. ეთიკა კიდევ ამ ადამიანს არ მოეკითხება“, - განაცხადა გიგაურმა.
დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გიგაური დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობაზე გამოქვეყნებული კვლევის გამო არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.
„ის, რასაც ეკა გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა, მიზანმიმართული ტყუილი ან არაკომპეტენტურობაა“, -თქვა ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 9 დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მათ შორის არიან: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო- რეგიონები“),გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, კანონმდებლობა ამას კრძალავს, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დეპუტატს ვადამდე ადრე პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება უწყდება.
ანა მებურიშვილი
გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:14
													შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
4 ნოემბერი, 2025 , 12:22
													კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
4 ნოემბერი, 2025 , 11:53
ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
4 ნოემბერი, 2025 , 11:08
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი
3 ნოემბერი, 2025 , 13:03
				
								