უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 სექტემბერი, 2017 18:35
font-size

შეწყვიტეთ საკონსტიტუციო პროექტის მიღების პროცესი - გიორგი აბაშიშვილი მმართველ გუნდს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას, შეწყვიტოს საკონსტიტუციო პროექტის მიღების პროცესი და განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან კონსესუსის მისაღწევად.

აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ თუ მმართველი გუნდი მათ რჩევას არ გაითვალისწინებს, ახალ კონსტიტუციას შეექმნება ლეგიტიმაციის პრობლემა.

„ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვამბობდით, რომ კონსტიტუციის მიღება კონსენსუსის გარეშე იყო შეუძლებელი, წარმოუდგენელი და ასეთი ტიპის კონსტიტუციას ექნებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროცესი საქართველოს პარლამენტში. ვგულისხმობთ კონსტიტუციის მიღების პროცესს, განეწყოს კონსენსუსისთვის და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რასაც 9-10 თვის წინ ვამბობდით, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე საქართველოს კონსტიტუციას ექნება სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

დღეს მმართველმა გუნდმა უარი თქვა სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობის მიღებაზე. საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრის ჩაშლაში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი აზრით, ოპოზიციამ დიალოგი ჩიხში შეიყვანა.

შეგახსენეებთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს 6 სექტემბერს, სტრასბურგში დაპატიჟა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამსჯელოდ.

ანა მებურიშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა