უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 დეკემბერი, 2018 10:45
font-size

შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ ნატოს წევრობისთვის - იენს სტოლტენბერგი

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მოვამზადოთ, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და თავისი ჯარები გამოიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ ნატო-მ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, რათა საქართველო მოვამზადოთ ნატოს წევრობისთვის. ჩვენ ვაღიარეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ რეფორმების გზაზე განახორციელა. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განვაგრძობთ როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას. ალიანსის წევრებმა აღიარეს ორივე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. ნატო-ს ივლისის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიიღეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ნატო-ს წევრობის მომზადების გზაზე. ნატო ამაყობს პარტნიორობით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსა და უკრაინასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&