უკან
უახლესი ამბები
- 14.12.2024 12:08ერთი წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველი ერთი ადამიანი/ერთი პარტია ამ შესანიშნავ შესაძლებლობას ანადგურებს - პრეზიდენტი
- 14.12.2024 11:56მიხეილ ყაველაშვილს თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით, დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს - მამუკა მდინარაძე
- 14.12.2024 11:46მიწვეული ვიყავი პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში ვახშამზე, რომელსაც ესწრებოდა თვითონ, მისი ადმინისტრაცია; გამახარა მათმა შეფასებამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პაატა ბურჭულაძე
- 14.12.2024 11:27„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“ - აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ
- 14.12.2024 09:28საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა
- 14.12.2024 09:04საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს
- 14.12.2024 08:26პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან
არქივი
რეგიონები
20 მარტი, 2024 12:00
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილი შეცვალა.