არქივი
სამართალი
შორენა თეთრუაშვილის გარდა, სავარაუდოდ, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მოშორება იგეგმებოდა - საპატრიარქოს ადვოკატი
საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გარდა, შესაძლოა, იგეგმებოდა კიდევ ორი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის - მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობა.
„მიზანი მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის მიმართ რაღაც უკანონო ქმედებები არ იყო, მიზნისაკენ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი იყო ქალბატონი შორენა, ასევე, შესაძლებელია, სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.
მეუფე იაკობი, რომელსაც აქვს თავისი გავლენა, თავისი ავტორიტეტი და ახლოს დგას უწმინდესთან, ასევე მამა დავით ჭინჭარაული, რომელიც უწმინდესის უახლოესი პიროვნებაა. რა თქმა უნდა, ისინი ხელის შემშლელი პიროვნებები იყვნენ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც უწმინდესის მიმართ უკანონო ქმედების განხორციელება ჰქვია“, - განუცხადა ქარჩავამ „ქრონიკას“.
დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დაიკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, მან დეკანოზთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა 5 მაისსაა დანიშნული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

