პოლიტიკა
შოთა პაკელიანის საქმე ადასტურებს რამდენად არაეფექტურია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება საქართველოში - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, შოთა პაკელიანის საქმეზე რეაგირება მისი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოხდა, რაც გამოძიების არაეფექტურობაზე მეტყველებს.
„ამ ინციდენტიდან უახლოესი საათების განმავლობაშიც გავაკეთეთ განცხადება, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელი იყო ეფექტური გამოძიების დაწყება ამ ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამისად, იმ სავარაუდო დამნაშავეების დასჯა, ვისაც წვლილი მიუძღვოდა ამ ძალადობაში. სახალხო დამცველი ამას იმეორებდა რამდენჯერმე.
ძალიან სამწუხაროა, რომ რეაგირება ასეთ ფაქტებზე ხდება მხოლოდ ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად არაეფექტურია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება საქართველოში. ანუ, ეს ფაქტი რეალურად ხაზს უსვამს იმას, რომ სამწუხაროდ ეფექტური გამოძიება არ ტარდება“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ „ლიბერალმა“ გაავრცელა ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეო. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდებოდა შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება.
შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

