უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
შოთა შალელაშვილის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არის არაკორექტული - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა - არჩილ თალაკვაძემ გააკრიტიკა დეპუტატი შოთა შალელაშვილი, რომელმაც თეა წულუკიანის განცხადებას სახალხო დამცველზე „უპასუხისმგებლო“ უწოდა.
„ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ. მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები”, - თქვა თალაკვაძემ.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა. ამას მოჰყვა შალელაშვილის განცხადება.
ანა მებურიშვილი