პოლიტიკა
შსს-ის თანამშრომლის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეთა ნაწილი არ დაკითხულა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა კახა სირაძემ დაკითხვის დროს აღიარა, რომ გამოძიებას არ დაუკითხავს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეთა ნაწილი.
თავდაპირველად ამ საკითხით ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა. მან სირაძესა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ჰკითხა, დაკითხეს თუ არა ის მოწმეები, რომლებიც მედიასთან მიცემულ კომენტარში ამბობდნენ, რომ დაინახეს, რაც მოხდა. დეპუტატმა ინიციალებითაც დააკონკრეტა, ვისზე იყო საუბარი. ამაზე სირაძემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. ამის შემდეგ კი იმავე კითხვით უკვე კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ, მიმართა და სთხოვა, გაეხსენებინა, დაკითხეს თუ არა სწორედ ის პირები, რომლებიც ინტერვიუში ამბობენ, რომ დაინახეს, რა მოხდა.
„საქმეში ამ ორი ადამიანის ჩვენება არ არის და ბატონი ირაკლი გეკითხებათ, რომ ეს ხალხი დაკითხული იყო და საქმეში მათი ჩვენება არ არის, თუ არ იყო დაკითხული, თუ არ იყო დაკითხული, რატომ არ იყო დაკითხული“,- განაცხადა კაპანაძემ.
სირაძემ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რას შეცვლიდა აღნიშნული პირების დაკითხვა.
„რას შეცვლიდა ისეთს ან თუ დაიკითხებოდა, იმავე დღეს არ დაიკითხებოდა, რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხებოდა. რას მისცემდა ისეთ რაღაც გარემოებებს, რაც ძიების მიმდინარეობისას ცნობილი არ გახდებოდა ან რაღაცას შეცვლიდა“, - განაცხადა შსს-ის თანამშრომელმა.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


