უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ოქტომბერი, 2025 22:17
font-size

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ 12 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 35 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 12 პირი დააკავა. ამის შესახებ ბრიფინგზე განცხადება შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის "სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს".

მისი თქმით, დაკავებულია ჯამში 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც ორგანიზატორები, ასევე, მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით.

გამოძიების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს - ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნა დარახველიძემ.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს

9 ოქტომბერი, 2025 , 17:48

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სპეციალუ

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

9 ოქტომბერი, 2025 , 17:33

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.   „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პოლონეთისა და საქართ

სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე - დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა

9 ოქტომბერი, 2025 , 13:26

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი „კონსპირაციული ბინა,

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინეს - პროკურატურა

9 ოქტომბერი, 2025 , 13:20

საქართველოს პროკურატურამ, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს ბრალდება წარუდგინა.

„ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით“ - შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა

9 ოქტომბერი, 2025 , 13:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირე

ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი დანაშაულია - ალექსანდრე გოგოლაძე

8 ოქტომბერი, 2025 , 20:47

ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი დანაშაულია - მე რასაც შევხედე იქ, უხერხულობა იყო ჩემთვის. ნახევარ საათში უკან [სახლში] ვიყავი , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლ