არქივი
სამართალი
შსს-მ ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელებიც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობის გამო უნდა გამოიკითხონ.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება დაიბარებს ყველას ვინც საქმეში ფიგურირებს, იმის მიუხედავად არიან თუ პოლიტიკური ლიდერები.
მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზებაც ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
,,თუ ვინმემ ნახა ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას.
,,მიიღებს ალბათ, ბატონი კირკიტაძე მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ყოველშემთხვევაში ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში მასთან დაკავშირებით",- განაცხადა მეზვრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

