უკან

კომენტარი

3 ნოემბერი, 2017 12:55
font-size

შსს-ს მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისა - „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელი

საშენებლო კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ხელმძღვანელის გიორგი სოზაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა - სოსო სიგუამ, თაღლითური გზით, მისი შვილობილი კომპანია შპს „სალვუს საბურთალო“ მიითვისა.

სოზაშვილის თქმით, კომპანიას ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე კორპუსი გააჩნია.

სოზაშვილის მტკიცებით, აღნიშნულ სქემაში კომპანიის იურისტი მონაწილეობდა, რომელსაც მინდობილობა გააჩნდა.

„ჩემს ირგვლივ მიმდინარე პროცესს ვუკავშირებ ბევრ რამეს. პირველ რიგში, როგორც ავღნიშნე იმ რეკლამას, რომელიც გავიტანეთ „რუსთავი2“-ზე, რის შემდეგ შემოვიდა საგადასახადო და დღემდე ჩვენთან არინ და გვამოწმებენ, ამ დრომდე ვერ შეგვამოწმეს.

მეორე საკითხი არის ის, რომ 14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი რეაგირება არ არის.

ამ ყველაფრის უკან დგანან, ამ ჯგუფის უკან დგას, მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო სიგუა.

ჩემმა იურისტმა მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მიცემული, რომ ხელი მოეწერა გარკვეული დოკუმენტებისთვის, გამოიყენა ბოროტად და გადაიფორმა თავის სახელზე ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მეორე დღეს 100 ლარად მესამე პირზე გაასხვისა“,- აღნიშნა სოზაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი

2 თებერვალი, 2026 , 15:09

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. &bdq

განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი

2 თებერვალი, 2026 , 12:26

განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი