უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
შვედეთის პრემიერი გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან შვედეთის პრემიერისგან მიიღო პერსონალური წერილი.
„მინდა გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რომ რეალურად, სამოქალაქო სივრცე ძალიან შეზღუდულია და კიდევ უფრო იზღუდება. ამასთან, ის რომ ეს არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ მთავრობისთვის. თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული გზის; რომ დარჩეს, როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. [წერილში აღნიშნულია, რომ] ამ კუთხით, ჩვენ ვაკვირდებით დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისო. ამასთან ის, რომ ჩვენ, ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ საქართველოს მდგომარეობის ამ მკაფიო დაკვირვებასო. ვრჩებით, როგორც დიდი მხარდამჭერი მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარებისო. ველოდებითო, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების.
ამ კრიზისიდან გამოსვლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ არის ერთი და მხოლოდ ერთი - ახალი საპარლამენტო არჩევნები. არც ერთ სხვა ფორმას, არც ერთი სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმა თქვეს და ანტიევროპული, როგორც ევროპელები ამბობენ. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




