სამართალი
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დავაკავეთ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბრალდებული პირი, ყიდულობდა ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, კუსტარულად დამზადებული ბეჭდით ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და რეალიზაციას საკუთარი სახლის ეზოდან ახდენდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2025-2026 წლებში ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც უნდა გამოეყენებინა ცხოველების საკვებად. დაკავებული პირი, კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით, პროდუქციას ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ახდენდა.
გამოძიების პროცესში დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, ბრალდებულისგან შეძენილი იქნა ბრენდირებული ვადაგასული პროდუქცია. ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სასაწყობე ფართიდან და ავტომანქანიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდული ვადაგასული პროდუქცია, ვარგისიანობის ვადის შესაცვლელად კუსტარულად დამზადებული ბეჭედი, ასევე ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ვადაგასული პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ
13 თებერვალი, 2026 , 12:05
სამართალდამცველებმა შვილების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს
13 თებერვალი, 2026 , 11:49
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
13 თებერვალი, 2026 , 10:08
225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ - მურთაზ ზოდელავა
12 თებერვალი, 2026 , 14:34
2022 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
11 თებერვალი, 2026 , 11:53
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
11 თებერვალი, 2026 , 11:32


