სამართალი
სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - შსს
სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ,,კოკაინი“, ,,ჰეროინი“, „ალფა პვპ“, ,,ბუპრენორფინი“, ,,მეთადონი“, „მორფინი“, „მდმა“ და გამომშრალი ,,მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის საქართველოს მასშტაბით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – განაცხადა დარახველიძემ.
საკვანძო სიტყვები:
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ
13 თებერვალი, 2026 , 12:05
სამართალდამცველებმა შვილების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს
13 თებერვალი, 2026 , 11:49
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
13 თებერვალი, 2026 , 10:08
225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ - მურთაზ ზოდელავა
12 თებერვალი, 2026 , 14:34
2022 წელს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
11 თებერვალი, 2026 , 11:53
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
11 თებერვალი, 2026 , 11:32


