პოლიტიკა
სხვა პირების დაკავება არ არის გამორიცხული- ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ვარაუდით, მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ.-ს ბრალს დღეს წარუდგენს.
„მთავარი პროკურატურა აღნიშნულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება და მოვლენების არცერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. ეს არაერთხელ ვთქვით და გუშინდელი დაკავება ამის დასტურია“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა არ გამორიცხა სხვა პირების დაკავებაც. მან აღნიშნა, რომ საამისოდ საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება.
„მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. როგორც კი, საკმარისი სტანდარტი შეგვექმნა იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავება არ არის გამორიცხული. სხვა ბრალდებებით დაკავებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდების წარდგენას – სტანდარტი. როცა მტკიცებულებები შეიკრიბა და სტანდარტი შეიქმნა, დაკავება „სისხლის სამართლის კოდექსის” შესაბამისი მუხლით მოხდა”, – დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


