უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 აგვისტო, 2018 11:20
font-size

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარების ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობენ

სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა ჯგუფი გურიაში თხილნარებსა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთებში შექმნილ ფიტოსანიტარიულ მდგომარეობას სწავლობს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნიგოეთი, გვიმბალაური, ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ჩიბათი) ფერმერთა ნაკვეთებიდან, ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის და ბოსტნეული კულტურების ნიმუშები აიღეს. ზუსტი დიაგნოსტირების საფუძველზე შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რათა მომავალში ფერმერებმა მცენარის სრულყოფილად დაცვა შეძლონ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამოიცა ფენოკალენდარული სქემა, სადაც გაწერილია თხილის წამლობის პერიოდები, პრეპარატები და მათი სწორი გამოყენება. ფენოკალენდარული სქემა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფერმერებს უკვე დაურიგდათ.

მკვლევართა ჯგუფის მიერ თხილნარების და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლა დაგეგმილია ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც.

`ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია` - სვანეთში დაკარგულების ნათესავი

26 ივლისი, 2024 , 11:54

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების გოგიტა ფარჯიანის და გიორგი გვიჩიანის ოჯახის ახლობელი ანა წერედიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდებთან კონტაქტზე გავიდნენ და ორივე მათგანი ცოცხალია. "ვიპოვეთ, ორივე ცოცხალია", - წერს

სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

26 ივლისი, 2024 , 09:15

სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება, სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამასთან, შსს-ს საგანგებო სიტუ

სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ

25 ივლისი, 2024 , 15:30

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. “მთავარი არხი" თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი

სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ

25 ივლისი, 2024 , 15:30

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ. “მთავარი არხი" თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი

თელავში თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა

25 ივლისი, 2024 , 08:47

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. რა გახდა დაპირსპირების მიზე

თელავში თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა

25 ივლისი, 2024 , 08:47

თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. რა გახდა დაპირსპირების მიზე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი