უკან

კომენტარი

16 ივლისი, 2025 16:41
font-size

სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის - სალომე ზურაბიშვილი

სომხური ტვირთების დაბლოკვა არღვევს საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას საქართველო-სომხეთის შორის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, საქართველომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ნამდვილ პარტნიორს შეეფერება.

„საქართველო უნდა იყოს ნამდვილი პარტნიორი და არა ზეწოლის არხი. ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას და რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას. ეს ახლავე უნდა შეწყდეს“, - წერს ზურაბიშვილი.

„რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთში ბოლო დღეებში თხევადი გაზის ფასები 40%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან საქართველოს გავლით მისი იმპორტის სერიოზული დაბრკოლებების შესახებ. გაზის იმპორტიორი და გამყიდველი სომხური კომპანიები აცხადებენ, რომ გასული კვირიდან მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა.

„ჩვენი მძღოლები იქ ბოლო რვა-ცხრა დღის განმავლობაში არიან ჩარჩენილები და ჯერ კიდევ არ არსებობს ნიშნები, რომ ქართველები მათ გავლის საშუალებას მისცემენ“, - განუცხადა „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურს ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, სომხეთისკენ მიმავალი 500-მდე სატვირთო მანქანა საქართველოს საბაჟო ტერმინალებში რჩება.

წყარო

კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში

23 თებერვალი, 2026 , 16:01

ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, – ასე უპასუხა თბილი

ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე

23 თებერვალი, 2026 , 13:12

ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟ

პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

20 თებერვალი, 2026 , 17:03

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ ძალიან მნიშვ

გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე

19 თებერვალი, 2026 , 19:03

გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და  კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სა

პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა

19 თებერვალი, 2026 , 18:48

აბსოლუტურად არასერიოზულია კონკრეტული ქმედებები რასაც ვხედავთ გახარიას და მისი პარტიის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას პარტიის მ

არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება - ირაკლი კობახიძე

19 თებერვალი, 2026 , 18:41

საზოგადოება აკვირდება, თუ როგორ წარიმართება პროცესები, ახლა უკვე პარლამენტში, მიმდინარეობს შესაბამისი პირების გამოკითხვა, იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა განაპირობებს ჭარბ ფასნამატს, შესაბამისად, სად და რამდენად არის ფას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი