უკან

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 16:25
font-size

სოსო გოგაშვილისა და ირაკლი ჩიმაკაძის მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„სოსო გოგაშვილი იმ დილით ჩვენთან ხეობაში იყო ამოსული. რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ირაკლი ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან. თემირლანის სისხლი არ შერჩებათ“, - ასე გამოეხმაურა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის ინტერვიუს. ჩიმაკაძემ განაცხადა, რომ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ი ამოვიდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მისი სიკვდილის შემდეგ მიიტანეს.

„რაც შეეხება ჩიმაკაძეს, რასაც სუს-ის დანარჩენი თანამშრომლები იძახიან, იმას იძახის ჩიმაკაძეც. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა მისი მკვლელობის შემდეგ შემოიტანეს. ჩვენ 4 საათის განმავლობაში მძევლად ვიყავით აყვანილი, ვიდრე იმ ხელყუმბარას მოიტანდნენ. მეორე სართულზე, თემირლანის ოთახში, რომ ამიყვანეს და მითხრეს, თემირლანმა წინააღმდეგობა გაგვიწიაო, ლოგინს, იატაკს რომ შევხედე, მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. იქვე ეგდო თემირლანის ტელეფონი, რომელიც სისხლში იყო ამოსვრილი, ასევე ყურსასმენებიც.

რა ხელყუმბარაზე საუბრობთ-მეთქი, ვკითხე. გახედე, ხელმარცხნივ ხელყუმბარააო, მითხრეს. გავხედე და ერთი წვეთი სისხლი არ იყო იმ ხელყუმბარაზე. შეხედეთ, ამაზე ერთი წვეთი სისხლიც არ არის-მეთქი, ვუპასუხე. თემრილანს ხელში რომ სჭეროდა ხელყუმბარა, ის სისხლში ამოსვრილი უნდა ყოფილიყო.

თემირლანი ადგილზეა მოკლული. მას ისეთი იარაღიდან აქვს მიყენებული ჭრილობა, რომ ის ფაქტობრივად ადგილზევე გარდაიცვალა. როცა სისხლი ცივდება, თითის ანაბეჭდის აღება შეუძლებელია. თემირლანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ანაბეჭდებსაც აიღებდნენ. ესენი ყველანი ერთნი არიან, მათ ყველას ერთად აქვთ დანაშაული ჩადენილი, ისინი ერთმანეთს ხელს აფარებენ. ნუ ჰგონიათ, რომ ამას გაექცევიან, ისინი ამაზე პასუხს კანონის ფარგლებში გაგვცემენ.

ეს ადამიანები ყველაფერზე მიდიან საზარელი დანაშაულის დასაფარად. თითქმის, მთელმა მსოფლიომ გაიგო დანაშაული, რაც ამათ აქვთ ჩადენილი. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა თვითონ გადადგებოდა. ეს დანაშაული საუკუნის დანაშაულად დაასახელეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ