უახლესი ამბები
- 21.11.2024 17:39საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან
- 21.11.2024 17:29სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს
არქივი
საზოგადოება
სპეცოპერაციისას დაჭრილ სამართალდამცველებს საფთხე არ ემუქრებათ - ზაზა სოფრომაძე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაციისას დაჭრილი სამი სპეცრაზმელი თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. სოფრომაძის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
„ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობები, ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობას, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაცია მთავრდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- თქვა სოფრომაძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილ სამართალდამცველს, მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას სულ დაიჭრა 4 სამართალდამცველი, ხოლო ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა.
ანა მებურიშვილი