უკან

მსოფლიო

7 სექტემბერი, 2017 12:35
font-size

სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი კონტინენტალური მასშტაბის ომისთვის ემზადება - პეტრო პოროშენკო

„სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი კონტინენტალური მასშტაბის ომისთვის ემზადება“, - რუსეთისგან მიმავალ საფრთხეებზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო გამოწვევას ბელორუსიაში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „Запад-2017“ წარმოადგენს.

„რუსეთისგან ძირითადი სამხედრო საფრთხე არსებობს. ჯერ არაა რამე ნიშანი, რომ მოსკოვი მზადაა, გავიდეს დონბასიდან ან დატოვოს ყირიმი. თუმცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი კონტინენტალური მასშტაბის ომისთვის ემზადება. მაგალითად, იგივე რუსულ-ბელორუსული წვრთნები Запад-2017, თუმცა ლოგიკურია მას დავარქვათ „ანტი-დასავლეთი“ “, - განცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

პოროშენკომ არ გამორიცხა, რომ სამხედრო სწავლებების დროს რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად ახალი სამხედრო დაჯგუფებები შექმნას.

„სამეთაურო-საშტაბო სწავლებების იქით არაა გამორიცხული რუსული ჯარის ახალი დამრტყმელი დაჯგუფებების შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე შესაჭრელად. 7 ათასი პლატფორმა ტექნიკითა და ჯარისკაცებით ჩვენს საზღვარს უახლოვდება და, სამწუხაროდ, არ არსებობს გარანტიები, რომ მანევრების დასრულებისთანავე ისინი ბელორუსიიდან რუსეთში მიბრუნდებიან“, -აღნიშნა პოროშენკომ.

რუსეთისა და ბელორუსიის ერთობლივი სამხედრო სწავლებები „Запад-2017“ 14-დან 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. ოფიციალურად მასში მონაწილეობა 13 ათასამდე ჯარისკაცმა უნდა მიიღოს, თუმცა არაოფიციალური მონაცემები ბევრად უფრო მეტ სამხედროზე - 100 ათას ადამიანამდე მიუთითებს. სწავლებები ორ ეტაპად ჩატარდება - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და ბელორუსიის შვიდ პოლიგონზე.

ანა მებურიშვილი

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა