უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


სუს-ის და შსს-ს დანაყოფებმა პირველი ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების სტრუქტურულმა დანაყოფებმა ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი წვრთნა გამართეს.
როგორც მედიანიუსს სუს-იდან აცნობეს, ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
უწყების ცნობით, წვრთნის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლის გააუმჯობესება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ასევე სუს-ის და შსს-ს შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლება.
წვრთნაში მონაწილეობდნენ: სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვისა და კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებისთვის სპეცტექნიკის, იარაღისა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25