უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 17:30
font-size

სუს-ის მიერ თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების მცდელობა მისი სიცოცხლის ხელყოფის პრობლემის გადაფარვის მცდელობაა - EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ მოუწოდა სუს-ს, დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საკუთარი საქმიანობა და კომუნიკაცია კანონისა და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოაქციოს.

EMC-მ შეეხო ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ჩიმაკაძე თემირლან მაჩალიკაშვილისა და ტერორისტების შესაძლო კავშირზე საუბრობს. ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას ახდენს. EMC-მ ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებზე ამ დრომდე არც ოჯახს, არც ადვოკატებს არ მიუწვდებათ ხელი.

„როგორც ცნობილია, EMC იცავს და წარმოადგენს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების ინტერესებს ადგილობრივი გამოძიებისა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე.

ზემოთ მითითებულ ინტერვიუში ი. ჩიმაკაძე აფასებს 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას და სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. ინტერვიუში ის საუბრობს სისხლის სამართლის საქმეში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებულ მასალებზეც. კერძოდ, ი. ჩიმაკაძე აღნიშნავს, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახელზე ფიქსირდება ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ამასთან ერთად, უთითებს, რომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით აღდგენილი სატელეფონო მიმოწერაში ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს თ. მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აგრძელებს თ. მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციას იმ პირობებში, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი სტატუსი, ის არ იყო ბრალდებული, არ იყო დაკავებული და მის მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად თემირლანის დანაშაულებრივ ქმედებაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი და კონკრეტულ ინფორმაციაზე მითითება, მაშინ როდესაც ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს მათი ვალიდურობის შემოწმების, გაბათილებისა და საკუთარი თავის დაცვის საშუალებაც კი არ ეძლევათ, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის და ადვოკატებისთვის, უცნობია ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები. ჩვენი არაერთი მიმართვისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაპირების მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე არ გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალებს და შევამოწმოთ, მოიცავს თუ არა საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ რეალურ და ვალიდურ მტკიცებულებებს. ამის პარალელურად კი ჩანს, რომ სუს-ი აგრძელებს გამოძიებას უშუალოდ თ. მაჩალიკაშვილის პასუხისმგებლობის ნაწილში და EMC-ის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა არ უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებასა და გამოძიების შეწყვეტას ამ ნაწილში.

ამასთან მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ბატონი ჩიმაკაძის მიერ დასახელებული ინფორმაცია გარდა იმისა, რომ მათი ვალიდურობა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა სათანადო და კრიტიკულ შემოწმებას მოითხოვს, მთლიანობაში არ უთითებს თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე. ამ დრომდე სუს-ის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავრცელებული ინფორმაცია არ აჩვენებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ დაკავებული და გარდაცვლილი პირები, შ. ბორზიევი და ა. სოლტახმადოვი, რომლებიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და პანკისის ხეობას ასევე ხშირად სტუმრობდნენ, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებული პირები იყვნენ. მეტიც, გავრცელებულ ფრაგმენტულ მასალებში სუს-ი საერთოდ ვერ ახერხებს, დაამტკიცოს, რომ თ. მაჩალიკაშვილმა იცოდა ა. ჩატაევის საქართველოში ყოფნის შესახებ. ცოდნის ელემენტი, რომ ეს პირები იყვნენ დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან ტერორისტთან დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი (სუბიექტური) ასპექტია და მის გარეშე დანაშაული სახეზე ვერ გვექნება. ამ კუთხით როგორც საზოგადოებისთვის არა ერთხელ იქნა განმარტებული თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და სხვა პირების მიერ, თ. მაჩალიკაშვილი და ხეობაში მცხოვრები სხვა ადამიანები შ. ბორზიევსა და ა. სოლტახმადოვს სხვა ვინაობით იცნობდნენ და მათი მიზნების შესახებ არაფერი არ იცოდნენ. შესაბამისად, ყოველდღიური ურთიერთობების ფარგლებში დამყარებული კომუნიკაციის ამსახველი ფაქტების ჩვენება დანაშაულის არსებობაზე per se არ უთითებს“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

რაც შეეხება ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც ჩიმაკაძემ განაცხადა, რომ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ი ამოვიდა, EMC-მ ეჭვქვეშ დააყენა სუს-ის მიერ აღებული მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდოობა. ორგანიზაციის განმარტებით, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ჩხრეკა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის სრული უგულებელყოფით ჩატარდა, ასევე რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ.

„ამასთან კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, ხელყუმბარაზე დნმ-ის კვალის აღმოჩენის საკითხს, რომელიც ასევე ხაზგასმული იყო ი. ჩიმაკაძის ინტერვიუში. როგორც EMC-მა არაერთხელ განმარტა, ხელყუმბარაზე იდენტიფიკაციისთვის საჭირო მასალის არასაკმარისობის გამო არ იქნა აღმოჩენილი თ. მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი, თუმცა დაფიქსირდა მისი დნმ-ის კვალი. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის შემდეგ თ. მაჩალიკაშვილის ოთახსა და სხეულზე რამდენიმე საათის განმავლობაში სრული კონტროლი სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ და მათ ოჯახის წევრების ან სხვა დამოუკიდებელი დამსწრეების დაშვებაც კი არ უზრუნველყვეს შემთხვევის ადგილზე, ამასთან იმის გამო, რომ გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის სრული უგულებელყოფით, საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ჩხრეკა და ამოღება სუს-ის მიერ განხორციელდა, ამ მოცემულობაში და ამ წესით ამოღებული მტკიცებულებების ვალიდურობა და სანდობაა არსებითად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებული არსებითი და გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურების ან დაზიანების პრობლემაზე. სუს-მა გამოძიების პირველივე თვეს ხელყუმბარა მისი შემოწმების მიზნით ააფეთქა, იმ ცეცხლსასროლი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, საიდანაც სროლა განხორციელდა, თვითნებურად შეცვალა სროლის განმახორციელებელმა სპეცრაზმელმა. თ. მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის დროს კი დაზიანების კვალის დოკუმენტირება სათანადოდ არ მოხდა, რის გამოც მთლიანობაში გართულდა სროლის მანძილის განსაზღვრა“, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, სუს-ის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენის მცდელობების მიზანი უშუალოდ მაჩალიკაშვილის მკვლელობის პრობლემის გადაფარვაა.

„ამდენად იმ პირობებში, როდესაც თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს ნეგატიური და პროცესუალური/გამოძიების ვალდებულებების საკითხი კრიტიკულად დგას, ერთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევითა და სამართლებრივი პროცესის მიღმა სუს-ის მიერ თ. მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების მცდელობა აზიანებს მისი და მისი ოჯახის ღირსებას, მათი დეჰუმანიზების მცდელობაა და არსებითად თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის პრობლემის გადაფარვის მცდელობაა“, - წერია განცხადებაში.

ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე EMC-მ მოუწოდა სუს-ს, თავი შეიკავოს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაციისგან და უზრუნველყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის განუხრელი დაცვა. ორგანიზაციამ მოითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, უზურნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება და გამოძიების შეწყვეტა, ასევე უზრუნველყოს აღნიშნულ საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია -კახა კალაძე

12 ნოემბერი, 2019 , 15:50

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე გუნდში არის თანხვედრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალ

ივანიშვილის ნება რომ იყოს პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა - თინა ბოკუჩავა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"მისი (ივანიშვილის) ნება რომ იყოს, პატრიარქადაც ქართუს თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ ასეთი თავნებობა არ გაუვიდა და პატრიარქზე იერიშის მიტანა გადაწყვიტა," - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სომხეთის ელჩს შეხვდა

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. საუბარი შეეხო სა

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა - დავით ზალკალიანი

11 ნოემბერი, 2019 , 15:35

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს პირველად, ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან ოცი წლის შემდეგ, გადაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და 27 ნოემბრიდან ექვსი თვის ვადით უხელმძღვანელებს მინისტრთა კომიტეტს, – ა

არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

11 ნოემბერი, 2019 , 15:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური