უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება - ბექა დავითულიანი
მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, - ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა.
მისი თქმით, მიმდინარე რესტრუქტურიზაცია და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ორი სხვადასხვა საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, ოპონენტები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
ბექა დავითულიანის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება და საჯარო მოხელეები ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ. ბექა დავითულიანის განმარტებით, ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად, იცვლება ანაზღაურების სახელი და არა ოდენობა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ მერიის სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი იმ საარჩევნო პროგრამულ პრიორიტეტებს მიჰყვება, რომელთაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა და რომელთა შორის მმართველობითი, ინსტიტუციური რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
ბექა დავითულიანის თქმით, წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზანი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მერიის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაა. მისივე თქმით, ამ ცვლილებების შედეგად, შესაბამისი სამსახურები იძენენ არა უბრალოდ ტექნიკური აღსრულების, არამედ პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქციასაც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიაში სტრუქტურული რეფორმირების პროცესის დაწყებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ცვლილებებს დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03