უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 მაისი, 2018 15:00
font-size

ტაქსების ლიცენზირების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს - კახა კალაძე

ტაქსების ლიცენზირების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს და ვერაფერი აღუდგება წინ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აღნიშნულით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მან გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლიცენზირების პროცესში აუცილებლად მოხდება ტაქსის მძღოლების წარსულის გადამოწომება.

,,ეს არის დიდი სიცრუე და ტყუილი. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის მოსახლეობა და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. არის უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და ზუსტი ინფორმაცია.

რატომ გადავწყვიტე ამაზე გამეკეთებინა რეაგირება? იმიტომ რომ ამას უყურებს მოსახლეობა, ისმენენ ადამიანები, ვინც დაკავებულია ყოველდღიურ მუშაობით, არის მძღოლები და მათი პროფესია არიას „ტაქსაობა“.

რაც შეეხება ჩვენს რეფორმას, რომელიც დავაანონსეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავარეგულიროთ ეს მიმართულება და მწყობრში მოვიყვანოთ, შესაბამისად ლიცენზირებაზე როცა ვსაუბრობთ, ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ეს არის მიღებული და ნორმალური პროცესი. რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ და ამ რეფორმას განვახორციელებთ ეტაპობრივად. პირველი, ეს არის ლიცენზირება, აღირიცხოს თუ რა რაოდენობა არის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როგორც ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში, როცა მგზავრი ჯდება ტაქსში, იქვე არის წარმოდგენილი სახელი, გვარი, ვინ არის ტაქსის მძღოლი. შესაბამისად, ამას ვერაფერი შეაჩერებს აღუდგება წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ