უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ტატუნაშვილი ახალგორის დე-ფაქტო გამგებელმა და მისმა ძმამ მოკლეს - სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ზვიად კუპრავას ახალი ინფორმაცია მიაწოდა
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე მას ციხიდან სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომლისგანაც გაირკვა, რომ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის დე-ფაქტო გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა და მისმა ძმამ მოკლეს.
კუპრავამ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულის ინფორმაციის საფუძველზე.
,,ის ფლობს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ტატუნაშვილის მკვლელ ხაჩიროვთან დაკავშირებით.
მას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხაჩიროვის კონტაქტებთან და პირადად ხაჩიროვთან დაკავშირებით.
ის არის მზად, ციხიდანვე დაეხმაროს საქართველოს უშიშროების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და დაეხმაროს, რაც ყველაზე მთავარია, ხაჩიროვის ევაკუაციაში მისი ქართული მართლმსაჯულებისთვის წარდგენის მიზნით“,- თქვა კუპრავამ.
კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, სადაც მას აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უფრო დეტალურად უნდა გამოჰკითხონ.
საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს, ახალგორში დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, დაღუპულის ცხედრის გადაცემა თბილისისთვის ამ დრომდე არ მომხდარა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25