პოლიტიკა
ტატუნაშვილის მკვლელობის მსგავსი საკითხები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა უნდა განიხილონ - გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები ქართულმა და ოსურმა მხარეემა უნდა განიხილონ.
„მკითხეს ტატუნაშვილის სიკვდილზე. მე ამაზე უკვე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა. ყველაფერია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მსგავსი რამე არ განმეორდეს. ამ საკითხების განხილვა პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით უნდა მოხდეს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ინციდენტების პრევენციის მექანიზმები. ვფიქრობ, რომ სერიოზული დასკვნებია გამოსატანი მომხდარიდან“,- თქვა კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.
რუსი დიპლომატი გამოეხმაურა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის მიზნით შვეიცარიულ კომპანიასთან შეთანხმების გაფორმებას.
„მომავალზე ჰიპოთეტურად არასოდეს ვმსჯელობ, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილი. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წინსვლას გავაგრძელებთ. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ 2011 წლის შეთანხმების შესრულებაში“,- თქვა კარასინმა.
აბაშიძე-კარასინის დღევანდელი შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად გაიმართა.
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


