უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

თბილისის მერიაში კახა კალაძის სავარაუდო მოადგილეები ცნობილია

არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კახა კალაძის გუნდის წევრები იქნებიან.

გავრცელებული ცნობით, თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე საქმიანობას სავარაუდოდ, თბილისის მერიაში გააგრძელებენ.

მაია ბითაძემ ერთი თვის წინ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების შემდეგ კალაძის საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. მაია ბითაძეს უკავშირდება ეკოლოგიური მიმართულებით კალაძის საარჩევნო პროგრამის მომზადება.

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ სურვილი აქვს, კახა კალაძის გუნდის წევრი იყოს.

"მაქსიმალურად მაქვს სურვილი, რომ მას მხარში ამოვუდგე, რათა ის პროგრამა განახორციელოს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჰქონდა. რაც შეეხება კონკრეტულ თანამდებობებს, ამის თაობაზე ზუსტი განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება", - განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ხმალაძეს, მას კალაძის ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და აქტიურად ჩაერთო კალაძის საარჩევნო კამპანიაში. მანვე მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები.

როგორც პირველ არხს ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, კახა კალაძის ნებისმიერ შეთავაზებას დათანხმდება.

"კახა კალაძეს ირგვლივ ძალიან ბევრი პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანი ჰყავს. ყველა განწყობილია ისე, რომ იმუშაოს და იმ პოზიციაზე დადგეს, სადაც გუნდსა და თბილისს დასჭირდება. ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი. კახასგან ნებისმიერ პოზიციაზე დავთანხმდები შემოთავაზებას“, - აღნიშნა ხმალაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა