უკან
პოლიტიკა
12 ივნისი, 2018 16:55
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს.
მისი კანდიდატურა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარუდგინა.
ბუაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან.