უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2017 14:35
font-size

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები საკრებულოში არ მივიდნენ

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

ოპოზიციური ფრაქცია წევრებს საკრებულოში თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ჰყავდათ დაბარებული.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა, მათ მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეკითხვები ჰქონდათ 28 ივლისის განკარგულებით მერიაში 610 ადამიანის დასაქმების შესახებ.

მისი თქმით, მერიის სტრუქტურებში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვეს გამგეობებიდან და მერიიდანაც, თუმცა მათ ნაწილობრივ ინფორმაცია რამდენიმე გამგეობამ მიაწოდა.

“28 ივლისის განკარგულებით, მერიამ 610 ადამიანი დაასაქმა. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ნარმანიას დისტანციური განცხადება, რომ მათ არანაირი კანონი არ დაურღვევიათ. ჭეშმარიტების დასადგენად მოვიწვიეთ მერის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელთაც ვალდებულება აქვთ როგორც ორგანული კანონის, ასევე საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, მოსულიყვნენ ფრაქციის სხდომაზე და პასუხი გაეცათ დასმულ შეკითხვებზე. მათ თავი აარიდეს აქ მოსვლას. როდესაც იმალები, ეს ნიშნავს, რომ არ გაქვს პასუხი შეკითხვებზე, არ ხარ მართალი და საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი გაქვს”, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა