უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 სექტემბერი, 2025 12:21
font-size

თბილისის მერის წალენჯიხაში „ვოიაჟი“ სრულად ამხელს „ოცნების” კორუმპირებულ და ცინიკურ სისტემას - ტატა ხვედელიანი

მაშინ, როდესაც თბილისის მერი ძვირადღირებული მანქანით წალენჯიხაში ერთობა, თბილისში უამრავი პრობლემა მოუგვარებელია - მისი ეს „ვოიაჟი“ სრულად ამხელს „ოცნების” კორუმპირებულ და ცინიკურ სისტემას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კალაძეს „სრულიად არ ადარდებს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე“.

„მაშინ, როდესაც თბილისის მერი ძვირადღირებული მანქანით წალენჯიხაში ერთობა, თბილისში უამრავი პრობლემა მოუგვარებელია. ეს პრობლემები მისი მმართველობის უნიათობისა და კორუფციის შედეგია და მან ეს ძალიან კარგად იცის, უბრალოდ სრულიად არ ადარდებს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.

იმ ქალაქის მერი, სადაც დედები იძულებულნი არიან, შვილები დატოვონ და საზღვარგარეთ წავიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახების გადარჩენა შეძლონ…

სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილს განიცდის…

სადაც მოხუცები მაღაზიების მაგივრად ნაგვის ურნებში ეძებენ საჭმელს…

სადაც ქუჩაში გამვლელები ეწირებიან ავარიულ კორპუსებს…

სადაც მედიკამენტების დაფინანსებისთვის თვეობით დგანან მუნიციპალური სამსახურების რიგებში…

სადაც 120 ოჯახს 40 გრადუს სიცხეში ქუჩაში ყრიან, იმიტომ, რომ მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესები დაიცვან და ამისთვის საკუთარი წილიც მიიღონ…

ამ რეალობის ფონზე, „ვარკეთილის მეტროს“ ვერ შემკეთებელი მერის ეს „ვოიაჟი“ სრულად ამხელს “ოცნების” კორუმპირებულ და ცინიკურ სისტემას.

მარგალეფ ვეგმიჩამუნა!,“ - წერს ტატა ხვედელიანი.

უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი - შალვა პაპუაშვილი

19 დეკემბერი, 2025 , 12:20

საბოლოო ჯამში, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით, საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი და

სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

19 დეკემბერი, 2025 , 10:00

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თავისუფალია - "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა,  პენიტენციური დაწესებულება 08:00 საათზე დატოვა.  პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თ

ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 11:19

ვინმეს თუ აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორ

„ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით - გიორგი გახარია

18 დეკემბერი, 2025 , 08:43

ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა

მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების დროს იმყოფებოდა - ალექსანდრე დარახველიძე

17 დეკემბერი, 2025 , 13:23

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უმკაცრესი პოლიტიკა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს

საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას - სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი, 2025 , 20:27

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საპატრიარქოს მიერ არქიმანდრიტი დოროთესთვის (ყურაშვილის) მღვდელმსახურების შეჩერებას ეხმიანება.  სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქა