უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2018 14:00
font-size

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა, დღეს, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

მემანქანეები საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

ადვოკატ ბექა ბადრიშვილის განცხადებით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის სახელზე განაცხადს შეიტანენ, რათა მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორი ჩაერთოს.

როგორც მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ აქციაზე განაცხადა, კანონის თანახმად, მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებები 21 დღეში უნდა დასრულდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში მემანქანეები გაიფიცვას აანონსებენ, რაც მეტროპოლიტენის გაჩერებას გამოიწვევს.

„ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს. მათი სამუშაო პირობები მძიმეა და დამატებით სხვა სამუშაოს შეთავსებას ვერ ახერხებენ. მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის მხრიდან შესრულდა ორი მოთხოვნა დანამატებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ხელფასის მოცულობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოუწვევია. კერძოდ, სტაჟის მიხედვით, მემანქანეს 22-ლარიანი დანამატი წელიწადში ერთხელ ეძლევა, მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის ასევე ყოველთვიურად გათვალისწინებულია 56 ლარი“- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, ბოლო წლებში კი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობასთან არის გათანაბრებული და 1200 ლარს შეადგენს.

ცირა გურგენიძე

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ