უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 აპრილი, 2018 10:50
font-size

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კახა კალაძე დღეს გამოაცხადებს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, თბილისის მერი კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თბილისის მერი ბრიფინგს გამართავს.

კახა კალაძის განცხადებით, გენერალური გეგმა იმ ფორმით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი, მიუღებელია.

კერძოდ, დედაქალაქის მერის თქმით, დოკუმენტში ხარვეზებია ტრანსპორტისა და კერძო საკუთრების მიმართულებით, ასევე არ არის წარმოდგენილი გეგმის განხორციელების მეთოდოლოგია.

„ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გენერალური გეგმის არსებობა. ამ დოკუმენტს რომ დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება, მნიშვნელოვანია, დოკუმენტი იყოს ხარისხიანი და გამართული. იმ ფორმით, რაც არის წარმოდგენილი, მიუღებელია ამ დოკუმენტის არსებობა. მე უბრალოდ მიხარია, რომ თვითონ ამ დოკუმენტის ავტორები საუბრობენ იმაზე, რომ ნორმალურია, ხარვეზები არსებობდეს და უნდა არსებობდეს კიდეც, ამიტომ ძალიან მასშტაბური დოკუმენტია. კონცეფციას რაც შეეხება, ჩვენ ვემხრობით, მისასალმებელია მწვანე ქალაქი, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, მაგრამ ამის განხორციელება როგორი მეთოდოლიგიით უნდა მოხდეს, ეს არ არის წარმოდგენილი. პრობლემები არის ტრანსპორტის მიმართულებით, კერძო საკუთრების მიმართულებით და ეს ყველაფერი იქნება გამოსასწორებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, როგორც „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი აცხადებს, თბილისის ისეთ მასშტაბურ გეგმაზე, როგორიც მიწათსარგებლობის გეგმაა, შენიშვნები უნდა არსებობდეს. ამასთან, მამუკა სალუქვაძე იმედოვნებს, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად თბილისის მერია „სითი ინსტიტუტთან“ ერთად გააგრძელებს მუშაობას.

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა