უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აპრილი, 2017 14:20
font-size

თბილისის მთავრობაში 4 მილიონერია - კვლევა

კვლევაში, რომელსაც პლატფორმა ,,ახალი საქართველო’’ და მონიტორინგის ცენტრი ,,მედიატორი’’ მარტის თვიდან ატარებდა, საუბარია მერიაში და ასევე, მერიის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში დასაქმებულ თანამდებობის პირთა დეკლარაციებზე.

აღნიშნული დეკლარაციების სანდოობაში კვლევის ავტორებს ეჭვი შეაქვთ და აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობაში 4 მილიონერია.

კვლევის თანახმად, 4 მილიონერს შორისაა მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია.

ორგანიზაციაში ,,მედიატორი’’ აცხადებენ, რომ მაგალითად ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ირაკლი ხელაძეს დეკლარაციაში მხოლოდ 500-ლარიანი ქონება უფიქსირდება.

კვლევის ავტორთა ეჭვს იწვევს, მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, მას მხოლოდ ავტომობილი გააჩნია.

,,29 შესწავლილი დეკლარაციიდან აღმოჩნდა, რომ 4 მილიონერია. პირველ ადგილს იკავებს ია მაქაცარია.

რაც შეეხება დეკლარაციებს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არ არის ის სათანადოდ შევსებული. შემიძლია ერთი მაგალითის მოყვანა, როდესაც გელა ჩივიაშვილს არ აქვს არანაირი უძრავი ქონება. არ აქვს თუნდაც ქირის ხელშეკრულება შეტანილი დეკლარაციაში. ამ დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ის ცხოვრობს ერთ ავტომობილში. ანუ ამის გარდა მას არაფერი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმისა, რომ დეკლარაციები არის არასაფუძვლიანად შევსებული და რა თქმა უნდა, საჭიროებს გადახედვას’’, - განაცხადა ,,მედიატორის’’ წარმომადგენელმა, ნინო ყურაშვილმა.

თავის მხრივ ,,ახალი საქართველოს’’ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მერიაში დასაქმებული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც საუბრობს.

,,ნაძალადევის რაიონის გამგებლის დეკლარაციაში თუ ჩაიხედებით, ნახავთ, რომ მას 500 ლარზე მეტი ქონება არ გააჩნია. მის ბალანსზე არ ირიცხება არც სახლი, არც არაფერი, ამაში უცნაური არაფერი არ არის, მაგრამ დეკლარაციაში მაშინ შეტანილი უნდა იყოს ქირავნობის ხელშეკრულება. ანუ, სადღაც ხომ უნდა ცხოვრობდეს.

ჩვენ არამხოლოდ ქონებრივი დეკლარაციები, არამედ მათი საქმიანობები შევისწავლეთ წარსულში და აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის მთავრობის 35% არის შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები, რომელიც თავის დროზე იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში.

ასევე, ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატები, მათ შორის მერი, ხშირად არგუმენტად მოიხსენიებს ხოლმე ყოფილ ,,ნაციონალობას’’. ისინი ასე ცდილობენ გარკვეულ კითხვებზე თავის არიდებას’’, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კვლევის მეორე, დეტალურ ნაწილს მისი ავტორები რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებენ. ისინი გეგმავენ, რომ დარღვევების შესახებ აუდიტის სამსახურს მიმართონ.

ნინო ექვთიმიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა