უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა


თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს - IDFI
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ ანგარიში გამოაქვეყნა 2011-2016 წლებში თბილისის მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. მიმოხილვა ეფუძნება თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებულ ინფორმაციას.
ანგარიშის დასკვნის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს. 2011-2016 წლებში მერიაში, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის მატების ტენდენციები ფიქსირდება. ჯამურად 2016 წლისთვის სულ 8000 თანამშრომელი ფიქსირდება. IDFI-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი, ვერ ჩაითვლება ბიუროკრატიული აპარატის იმ ოპტიმალურ ზომად, რაც საკმარისია მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მიზნების ეფექტიანი შესრულებისათვის.
მიმოხილვის ავტორებმა ყურადრება გაამახვილეს საბიოუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვის პრობლემაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016 წლებში შეინიშნება კონკრეტული ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის ტენდენციები (2013-2014 წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია პრემიებისა და დანამატების საერთო ხარჯი, მინიმუმამდეა დაყვანილი ავტოპარკის განახლების ხარჯები, შემცირებულია საწვავის მოხმარების ხარჯი), თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემის ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს. ამის გამო IDFI-ის აზრით, ეფექტური და მოქნილი ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისტვის საჭიროა ხარჯების ოპტიმიზაცია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშზე მუშაობას აფერხებდა ქალაქ თბილისის მერიის სისტემიდან სხვადასხვა საკითხზე მოწოდებული არასრულყოფილი და არაკლასიფიცირებული მონაცემები. ამის გამო ანგარიშის ავტორებმა კონკრეტულ საკითხებში სხვადასხვა წლის მონაცემები ვერ შეისწავლეს.
მიმოხილვის ძირითადი მიგნებები:
2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის;
2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) დასაქმებული თანამშრომლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება - 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი;
2012 წლის შემდეგ თბილისის მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მკვეთრი მატება უმეტესწილად განაპირობა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნამ, სადაც,2016 წლის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 480 თანამშრომელი;
7 რაიონული გამგეობიდან მიღებული მონაცემების მიხედვით 2013 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 524 თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის მდგომარეობით - 641 თანამშრომელი;
2016 წლის ივლისის მდგომარეობით თბილისის მერიის დაფუძნებულ 7 სსიპ-ში დასაქმებული იყო 2144 თანამშრომელი, ხოლო 79 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირში - 3 684 თანამშრომელი;
2011 წლის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოს აპარატში დასაქმებული იყო 171 საშტატო და არცერთი შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით - 247 საშტატო და 69 შტატგარეშე თანამშრომელი.
2011-2016 წლებში ქალაქ თბილისის მერიაში და რაიონულ გამგეობებში დასაქმებული საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება 41 მილიონი ლარი, ეს მაჩვენებელი 2014 წელს 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2015 წელს 35,6 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2016 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 37,4 მილიონი ლარი შეადგინა.
2013-2014 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის დარღვევით, ადმინისტრაციის ასიგნებებიდან პრემიები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ასევე გაცემულია თბილისის მერიის სხვა საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების თანამშრომლებზე.
თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 8,2 მილიონი ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს, ხოლო პრემია 4,2 მილიონ ლარს. 2015 წელს საკრებულოში პრემიები გარკვეულწილად ჩაანაცვლა სახელფასო დანამატებმა და პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 2,8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს - 3 მილიონი ლარი.
2011 წლის შემდეგ საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისგან განსხვავებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ეს რიცხვი 2016 წელს 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 4,5 -ჯერ არის გაზრდილი.
2017 წლის ივნისის მდგომარეობით ქალაქ თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289 ავტომობილი, ხოლო თბილისის საკრებულოს ბალანსზე - 35 ავტომობილი;
თბილისის მერიის ავტომობილებს შორის, ექსპლუატაციაში მიღების თარიღად 2014 წლის შემდეგ პერიოდი მითითებულია 31 ავტომობილის შემთხვევაში. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით 2014 წლის შემდეგ ავტოპარკის განახლებაზე ხარჯები არ გაწეულა;
2015 წლის შემდეგ როგორც მერიის ასევე საკრებულოს შემთხევაში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება 140,4 ათასი ლარი. 2016 წლის მდგომარეობით მსგავსი ხარჯები შეადგენს 42,1 ათას ლარს
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12