უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


თბილისის მუზეუმების გაერთიანება მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კონფერენციას - „სემიტოლოგიური ძიებანი“
თბილისის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 15, 16 და 17 ოქტომბერს, მასპინძლობს მეორე საერთაშორისო კონფერენციას - „სემიტოლოგიური ძიებანი“.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგის, ენათმეცნიერის, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის სწავლების ფუძემდებლის აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთლის ხსოვნას.
კოტე (კონსტანტინე) წერეთელი (1921-2004 წწ.) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან (1960წ.) ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. კოტე წერეთლის შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას ჩაუყარა საფუძველი და მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას მისცა ბიძგი.
კონფერენცია პირველად 2017 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გაჟღერდა ფართო აუდიტორიის წინაშე, რომ სამეცნიერო მიმართულებების გაძლიერების მიზნით, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმი გეგმავდა ტრადიციის გაგრძელებას და მუზეუმის ბაზაზე კოტე წერეთლის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დაარსებას.
2018 წლის 5 თებერვალს კი თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ სწორედ ამ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსება ამცნო საზოგადოებას. კოტე წერეთლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მიზანი ქართული სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მსოფლიო მასშტაბით.
წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ 5 ქვეყნის (საქართველო, ისრაელი, გერმანია, რუსეთი, ერაყი) ებრაისტიკა-არამეისტიკის დარგში მოღვაწე მეცნიერები.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29