უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 აგვისტო, 2018 12:40
font-size

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ დასტურდება - საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა მიმართ მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ დასტურდება.- ასე გამოეხმურა სამინისტრო ირანის საგარეო უწყების უკმაყოფილებას, რომ თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ისლამურ თავსაბურავს „უპატივცემულოდ ეპყრობიან“. საქმე ეხება ისფაჰანი-თბილისის რეისის შემოწმების დროს მგზავრებისთვის თავსაბურავის მოხსნის მოთხოვნას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა ირანის ელჩთან.

„ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა.

პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან, სადაც კიდევ ერთხელ გავივლით აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადეს უწყებაში.

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა