უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


თბილისის საკრებულოს მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულება უნდა გაბათილდეს - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველმა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმის ზვიად ნაზღაიძის საქმე შეისწავლა და თბილისის საკრებულოს მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული განკარგულების გაბათილება მოითხოვა.
ომბუდსმენის განმარტებით, დოკუმენტში რიგი ხარვეზებია აღმოჩენილი. კერძოდ, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დაზარალებულად მიაჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველოს ბანკთან დადებული ნასყიდობის მიხედვით მხოლოდ 2016 წლის 29 ნოემბერს გახდა სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
სახალხო დამცველის შეფასებით, არაა დასაბუთებული, რატომ ჩამოართვეს ნაზღაიძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და რატომ დაუნიშნეს კომპენსაცია 455 800 ლარის ოდენობით.
ომბუდსმენის ვარაუდით, განკარგულებაში აღმოჩენილი ხარვეზები საეჭვოდ ხდის 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესს.
„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ განკარგულების კანონიერება, რომლის თანახმად, ზ.ნ.-ს სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 515 460 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი და ფულადი თანხა 455 800 ლარის ოდენობით.
საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ განკარგულება წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ კანონმდებლობასთან და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას.
საქმის მასალების მიხედვით, სტიქიის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ზ.ნ. 2016 წლის 29 ნოემბერს სს „საქართველოს ბანკთან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა. ვინაიდან, მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების გაწევის მიზნით მიღებული დადგენილების მოქმედება მასზე არ გავრცელდა. მოცემულ შემთხვევაში საკრებულომ იხელმძღვანელა „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ზ.ნ.-ს საკუთრების ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლება სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე უშუალოდ სტიქიის მომენტში არ გააჩნდა, იგი ვერ ჩაითვლება პირად, რომელსაც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად რაიმე სახის ზიანი მიადგა. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ შეიცავს დასაბუთებას, საკუთრების უფლების ჩამორთმევის მომენტისათვის კანონით გათვალისწინებული რა სახის გადაუდებელ აუცილებლობა არსებობდა ან/და რაში გამოიხატა ზ.ნ.–სათვის ქონების ჩამორთმევის საზოგადოებრივი საჭიროება/გადაუდებელი აუცილებლობა.
აღსანიშნავია, რომ განსახილველი აქტი დაუსაბუთებელია როგორც საზოგადოებრივი საჭიროების/გადაუდებელი აუცილებლობის, ასევე ანაზღაურებული თანხის ნაწილში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ.ნ.-ს საკუთრების უფლების ჩამორთმევის სანაცვლოდ სტიქიამდე არსებული ღირებულების ფარგლებში მიეცა კომპენსაცია მაშინ, როდესაც სტიქიის დროს ზ.ნ.-ს საკუთრებას არ წარმოადგენდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მან სტიქიის შემდეგ ნაკლის მქონე უძრავი ქონება შეიძინა და იყო ამის შესახებ ინფორმირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საბოლოოდ, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა კითხვის ნიშნებს ბადებს 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულთა კომპენსაციისათვის გათვალისწინებული წესის პირობებში. საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში 13–14 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტის ხარვეზებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს წესი, რომელიც იმ პირთათვის ზიანის ანაზღაურებას გაითვალისწინებდა, რომელთა მიწის ნაკვეთები სტიქიის ზონაში მოხვდა, თუმცა მათზე საცხოვრებელი არ იყო განლაგებული. ამასთან უარყოფითადაა შეფასებული იმ პირთა დაზარალებულთა კატეგორიებიდან გამორიცხვა, რომელთა სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები (მაგალითად, ავტოფარეხი) სტიქიის ზონაში მოხვდა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება საკითხის ამგვარად განსაზღვრას პრობლემად მიიჩნევს, საჭიროა სისტემური ცვლილების განხორციელება და ერთგვაროვანი მიდგომა, ნაცვლად ინდივიდუალური შემთხვევების ერთჯერადი და სუბიექტური გადაწყვეტისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03