პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოში დაუყოვნებლივი დეპორტაციის საშუალებას იძლევა - უკრაინელი დეპუტატი
უკრაინელი პარლამენტარი, „რადიკალური პარტიის“ წევრი იგორ მოსიიჩუკი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსიიჩუკმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა. მისი შეფასებით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ოდესის ყოფილი გუბერნატორის უკრაინიდან დეპორტაციის საფუძველს იძლევა.
„ქართველი იანუკოვიჩი...
სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისთვის სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, ჯერჯერობით საქართველოში.
პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მან შეიწყალა ბანკის თანამშრომლის მკვლელობაში დამნაშავე სამი ადამიანი, წმინდა წყლის ბოროტმოქმედები.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოში მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციისთვის ყველა იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა“, - დაწერა უკრაინელმა დეპუტატმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

