უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2018 14:55
font-size

თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტისთვის 500 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოიყოფა

დედაქალაქის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის გაბცხადებით, გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერა.

„სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.

პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. ეს არის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ შეიმუშავებს. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად კი, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქალაქის მთავრობას არაერთხელ დაუჭირეს მხარი.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, რადგან ქალაქის განტვირთვა და არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გარკვეულწილად დაძლევა მასზეა დამოკიდებული. მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. წელს კი, 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ვგეგმავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია ასევე, რომ EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, რომელშიც უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის ელემენტების მხედველობაში მიღება მოხდება.

„ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ მიერ ჩატარდება კვლევა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის ყველა საჭიროების იდენტიფიცირება მოხდეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სისტრა“, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს, თუ სად იწყება მათი მგზავრობა, სად მთავრდება, რომელი საავტობუსო თუ მიკროავტობუსების მარშრუტები სად გადის, რამდენად ეფექტური და რენტაბელურია თითოეული მათგანი და ამის შემდგომ წარადგენს თავის რეკომენდაციებს სატრანსპორტო მარშრუტების შეცვლის, განახლების ან ახალი მიმართულებების დადგენის მიზნით“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსგავსი ღონისძიებების განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტს მხარს დაუჭერს.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კარგად ესმის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კერძო ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლება მოხდეს. ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირი თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა მსგავსი ღონისძიების განხორციელებაში მხარს დაუჭერს. ჩვენი პარტნიორის - EBRD-ის მხარდაჭერით, შევძლებთ, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციას, რათა თბილისში აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდეს. მინდა მოვუწოდო თბილისის მთავრობას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც თავისთავად, მოქალაქეებისა და ზოგადად, გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, „სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობის, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს.

ამავდროულად, „სისტრა“ თბილისს გადასცემს სატრანსპორტო მოდელს - იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. იგი ქუჩათა ქსელსა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებას ახდენს. ამავდროულად, ეფექტურია ახალი მშენებლობების დაგეგმვისას სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის უბნების მომსახურების შესამუშავებლად.

აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის 101 მარშრუტს დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. თბილისის მერია უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება. „სისტრას“ რეკომენდაციების საფუძველზე, მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოცულობისა და რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს, რაც შესყიდვების პროცესში გათვალისწინებული იქნება.

ამავე დროს, თბილისის მერია გეგმავს მეტროს ახალი მატარებლებისა და ვაგონების შეძენას. შედეგად, მერია დედაქალაქის სულ უფრო მზარდ მოთხოვნებს მუნიციპალური ტრანსპორტით სრულად დააკმაყოფილებს.

პროექტის საერთო ღირებულება 800 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 500 ათასი ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 ათასი მერიის დაფინანსება. ხელშეკრულების განმახორციელებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. თბილისის მთავრობის მიერ მოწონებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე საკრებულოდან თანხმობა უკვე მიღებულია.

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ