უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2018 15:40
font-size

თბილისის ვიცე-მერის თქმით, სანამ ფონიჭალაში ყველა საფრთხე აცილებული არ იქნება, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვიდრე ყველა რისკი თავიდან აცილებული არ იქნება, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ.

მისივე თქმით, ექსპერტების მუშაობის დასრულების შემდეგ კორპუსის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

„მინდა, მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილების ოჯახის მიმართ. გუშინ დიდი ტრაგედია მოხდა.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას, იქ მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები. მუშაობენ როგორც შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები, რათა დაზიანების ხარისხი და შენობის ტექნიკური მდგომარეობა დროულად დადგინდეს. შემთხვევის შემდეგ ადგილზე ყველა კორპუსისთვის კომუნიკაციის შეწყვეტა მოხდა, მაგრამ დღის ბოლოს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილი იყო. დღეს უკვე იქ იმყოფებიან კომპანია GWP-ის წარმომადგენლები. წყალმამომარგება უახლოეს პერიოდში აღუდგებათ. ასევე, დაზარალებული ოჯახები გამგეობამ გუშინვე გადაიყვანა სასტუმროებში. შესაბამისად, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, დედაქალაქის მერია თავის თავზე იღებს ამ კორპუსის რეაბილიტაციის შესაბამის ხარჯებს. როგორც კი დასრულდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები, ჩვენ მზად ვართ, რომ იქ აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ეს უახლოეს პერიოდში მოხდება“, - განაცხდა ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, გუშინ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ისე თბილისის მერიის ლაბორატორიის სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ.

მისივე თქმით, როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა მზად იქნება, აღდგენით სამუშაოებს დაიწყებენ.

გუშინ დილით ფონიჭალაში, #23 კორპუსის მესამე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.დაშავდა 4 ადამიანი. მათგან 3 უმძიმეს მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები იპოვეს. ექსპერტიზის შემდეგ დაღუპული დედა-შვილი ღამით ჭიათურაში გადაასვენეს. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება თბილისის მერიამ საკუთარ თავზე აიღო.

ერთადერთი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ